ალფახორეს – ორცხობილები სამხრეთ ამერიკიდან

კულინარია გირჩევთ: ალფახორეს – ორცხობილები სამხრეთ ამერიკიდან. ამ ორცხობილით თქვენს სუფრას ლათინო–ამერიკულ შტრიხებს შესძენთ. გამოაცხვეთ და დატკბით, ცხოვრება გემრიელია.

ალფახორეს | ორცხობილები

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 ქილა ტკბილი შედედებული რძე (“სგუშონი”)
  • 2 მთელი ¼ ჭიქა ფქვილი
  • ¼ ჩაის კოვზი მსხვილი მარილი
  • 1 ჭიქა (230გ.) უმარილო კარაქი, ოთახის ტემპერატურის
  • ½ ჭიქა შაქრის პუდრა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა (მოსაპნევად)

~ მომზადების წესი ~

1. მოაცილეთ შედედებული რძის ქილას ეტიკეტი. დიდ ქვაბში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ქილა (კონსერვი) დაფაროს. მიიყვანეთ დუღილამდე მაღალ ცეცხლზე. გააჩერეთ ასე 2.5–3 საათით, საჭიროების შემთხვევაში წყალი დაამატეთ. ამოიღეთ უკვე მოხარშული შესქელებული რძე და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

2. გაახურეთ ღუმელი 180°C-ზე. საშუალო ზომის თასში შეურიეთ ფქვილი და მარილი. ცალკე ჯამში მიქსერით 3–4 წუთის განმავლობაში ერთად თქვიფეთ კარაქი, შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. ნარევი უნდა გახდეს მსუბუქი და ფაფუკი. შემდეგ კარგად შეათქვიფეთ ფქვილის და მარილის ნარევი. გააბრტყელეთ, მიეცით წრის ფორმა, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.

3. სამუშაო დაფას ბლომად მოაყარეთ ფქვილი და ცომი 1 სმ. სისქეზე გააბრტყელეთ. ცომი სავარაუდოდ ცოტა წებოვანი იქნება, ამიტომ საბრტყელებელი ფქვილით დაფარეთ. გამოიყენეთ 4 სმ. დიამეტრის მრგვალი საჭრელი, ამოჭერით პატარა მრგვალი ორცხობილის ნაჭრები და დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე. თითოეული ორცხობილის ცენტრი დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

4. გადაიტანეთ ღუმელში და აცხვეთ 10–12 წუთი, სანამ კიდეები მსუბუქად არ შეიბრაწება. გააგრილეთ რკინის ცხაურზე. ორცხობილის შიგთავსის გასაკეთებლად გახსენით მოხარშული შედედებული რძის ქილა. ორცხობილების ნახევარი მაგიდაზე ამობრუნებული დააწყვეთ. წაუსვით დაახლოებით ½ ჩაის კოვზი მოხარშული შედედებული რძე. დააწყვეთ ზემოდან დარჩენილი ორცხობილები და მსუბუქად დააწექით. მოაყარეთ შაქრის პუდრა და დატკბით!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

5 კომენტარი “ალფახორეს – ორცხობილები სამხრეთ ამერიკიდან”

  1. ვაი თქვენს პატრონს ამბობს:

    რათა კაცო, რათა ვხარშოთ 3 საათი ხომ იყიდება უკვე მოხარშული????????? თუ სახლში საკუთარ ქურაზე და გაზზე მოხარშულს სულ სხვა გემო აქვს??????

    • მზარეული ტომატო ამბობს:

      როგორც ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადასტურა, “მოხარშული სგუშონი” სულაც არ ყოფილა მოხარშული. ის უბრალოდ შეღებილია და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
      წყარო – marker.ru

  2. თი ამბობს:

    ukacravad kvercxi gamogrchat tu ar unda?

  3. salome ამბობს:

    Coms kvercxic xo ar unda

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა