ალუბლის ნამცხვარი

ცხვება საცხობ ფირფიტაზე
გამოდის 20 ნაჭერი
1 ნაჭერი = 260 კ/კალ.
დრო: მოსამზადებლად – 25 წთ; გამოსაცხობად – 30 წთ.

ალუბლის ნამცხვარი

ალუბლის ნამცხვარი

მასალა თხელი ცომისთვის:

  • 200 გ დარბილებული კარაქი
  • 250 გ შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 250 გ ფქვილი
  • 100 გ სახამებელი
  • 1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა

სხვა მასალა:

  • 1 კგ ალუბალი
  • 150 გ შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის

მომზადების წესი

1. გააცხელეთ ღუმელი და წაუსვით ცხიმი საცხობ ფირფიტას.

2. ალუბალი გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკა.

3. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ თითო-თითო კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი და სოდა.

4. ცომი გაანაწილეთ ფირფიტაზე. ზემოდან დააწყვეთ ალუბალი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 25-30 წუთი. გადმოდგით და გააცივეთ.

5. შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი აურიეთ ისე, რომ მიიღოთ სქელი მინანქარი და წაუსვით ნამცხვარს. აღნიშნული მინანქრის მაგიერ შეგიძლიათ ნამცხვარს მხოლოდ შაქრის პუდრა მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!

“ალუბლის ნამცხვარი”

  1. თამუნა ამბობს:

    ვეძებ ჩალაღაჯის რეცეპტს და იქნებ დამეხმაროთ.

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი