ალადიკები

დღე მხიარულად იწყება ალადიკებთან ერთად! ამ მარტივი რეცეპტით შეძლებთ ტკბილი და ფუმფულა ალადიკების გამოცხობას. ბავშვების საყვარელი დესერტი თქვენც ბავშვობაში დაგაბრუნებთ!

ალადიკები

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ლიტრა მაწონი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ვანილი
  • 1 ცალი ვაშლი (სურვილისამებრ)
  • ფქვილი
  • მწიკვი მარილი

~ მომზადების წესი ~

1. ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად.

2. ნახევარ ლიტრა მაწონს დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი სოდა; ავურიოთ და ჩავასხათ კვერცხის მასაში. შემდეგ დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მივიღოთ. კარგად ვურიოთ, ფქვილი ბოლომდე უნდა გაიხსნას.

3. ბოლოს სურვილისამებრ ჩავახეხოთ ერთი ცალი ვაშლი; ისევ ამოვურიოთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. როდესაც შეიწვება, მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

44 კომენტარი “ალადიკები”

  1. ია ამბობს:

    მაგარია

  2. ია ამბობს:

    მაგარია !!!!!!!! ^_^

  3. მარიამ შარია ამბობს:

    ზალიან გემრიელია მართლაც რომ შესანიშნავია ყველას გირჩევთ რომ მიირთვათ ეს შესანიშნავი ალადიკები …

  4. მარიკაააააააა ამბობს:

    მაგარია

  5. მარიამი ამბობს:

    გემრიელი იქნება, ვაპირებ მომზადებას

  6. თინა ამბობს:

    ნამდვილად გემრიელად გამოიყურება მინდა მოვამზადო მაგრამ ვერ გავიგე ეს 1/2 ჭიქა შაქარი
    და 1/2 ლიტრა მაწონი რამდენს ნიშნავს დამეხმაეთ. მაგალითად 1/2 ჭიქა შაქარი
    არის ჩვეულებრივი გათლილი ჭიქის ნახევარი? და სვა რეცეპტებშიც გამიჭირდაგარჩევა მაგალითად 3/2 ლ რძე? ეს რამდენს ნიშნავს?

  7. ნინი ლომია ამბობს:

    ზალიან მაგარია პირველად გავსინჯე

  8. სოფო ამბობს:

    მე გავაკეთე და ძალიან კარგი იყო. მომეწონა

  9. sopo ამბობს:

    Dzaan magaria,chems shvilebs xshirad vucxob da sheuyvardat;)

  10. ლალი ამბობს:

    Movamzade am receptit da dzalian gemrielia.sxva recepteptebic micdia,magram aseti gemrieli da fumdula ar gamosula.tan rac mtavaria dzalian martivi mosamzsdebelia.

  11. tiko ამბობს:

    Marili gemovnebit?? Tu ramdeni chavayarot??

    • მზარეული ტომატო ამბობს:

      როგორც რეცეპტშია მითითებული – მწიკვი მარილი, ანუ ორი თითით რომ ამოიღებთ ცოტას და მოაყრით.

  12. მაკუსაა ამბობს:

    გემრიელიააა…

  13. მარი ამბობს:

    პატარ-პატარებად აცხობთ თუ ერთ მთლიანს ?

  14. სალომე ამბობს:

    რამდენი ულუფა გამოდის ამ რეცეპტით?

    • მარიეტა ამბობს:

      ზუსტად ვერ იტყვი რამდენი გამოდის.გააჩნია რამხელებს გამოაცხობთ.თუმცა ბლომად გამოდის🍎🍏🍴🍴☕🍵

  15. ნატია ირმა ამბობს:

    ცალიან გემრიელია მარტლაც ბავსვებს ცალიან მოეცონატ ასევე ცემ ავსტრიელ მეზობლებს,მოხარული ვარ და დიდი მადლობა ამ საიტს .მოკიტხვა საკარტველოს და საკვარელ კარტველ ხალხს ავსტრიიდან.

  16. ია ამბობს:

    მადლობა კარგი რეცეპტისთვის

  17. tinatini ამბობს:

    zalian gemrieli da fumfulaa

  18. ნატალი ამბობს:

    რამდენი ცალი გამოდისვ

  19. Salome ამბობს:

    Arajani ro gauketo maconis magivrad aladikebs gamova kargi?

  20. nikoli ამბობს:

    dzaan magariaa

  21. teona ამბობს:

    me vashltan ertad bananic chavaxexe da ugemrielesi gamovida

  22. Lia ამბობს:

    კვერცხი რამდენი ხნით უნდა ვთქვიფოთ შაქართან დაახლოებით?

  23. მარიამი ამბობს:

    მე იმენა არ გამომივიდა და დავიბოღმე … არადა ყველაფერი ისე ვქენი როგორც ეწერა

    • მარიეტა ამბობს:

      არ გამოსვლაში რას გულისხმობთ?? სოდა ხომ არ დააკელით?. ან ფქვილი ხომ არ უქენით ძალიან ცოტა?

  24. საბიანა ამბობს:

    ფქვილი რამდენი ?

    • მარიეტა ამბობს:

      ფქვილი განსაზღვრული რაოდენობა არ არის. თქვენთვითონ მიხვდებით, იმდენი რომ არაჟნის სისქის მიიღოთ. არც თხელი გამოვიდეს და არც ძალიან სქელი

  25. თინი ამბობს:

    სწრაფი, იოლი და გემრიელიიიიი ☺ დიდი მადლობა რეცეპტისთვის :))))))

  26. თამუნა ამბობს:

    გამოვაცხე და ძალიან გემრიელი გამომივიდა.მადლობა რეცეპტისტვის<3

  27. მარი ამბობს:

    ძალიან გემრიელია მართლაც <3 დიდი მადლობა რომ ესეთ კარგ რეცეპტეპს გვთავაზობთ

  28. თაკო ამბობს:

    ალბათ ძალიან გემრიელია და რამდენი ცალი გამოდის? :დდ

  29. სალო ამბობს:

    ძალიან გემრიელი ჩანს , მმ ვაპირებ გავაკეთო თვალს ვადევნებ თქვენს რეცეპტებს :)

დატოვეთ კომენტარი



ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა